10 თვის და 2 კვირის წინ

შეთანხმება შედგა - "ბარსა" ახალგაზრდას კონტრაქტს უხანგრძლივებს

ავტორი
Aa
"ბარსელონა" ჟერარ მარტინს კონტრაქტის 3 წლით გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა, - იუწყება SPORT.
22 წლის მარცხენა მცველის ანაზღაურება გაიზრდება. გარდა ამისა, მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროთი განისაზღვრება.
წყაროს თანახმად, ჰანსი ფლიკი ჟერარს ბოლომდე ენდობა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელს "სელტასთან" ცუდი მატჩი ჰქონდა, "ბრესტის" წინააღმდეგ იგი მაინც სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს, რადგან "ბლაუგრანას" თავკაცს მისი განვითარებისთვის სწორედ ასე მიაჩნია სწორად.
ცნობისთვის, მოქმედი კონტრაქტი ჟერარს 2025 წლის ივლისში ეწურება.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში მარტინის მონაგარი 2 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 5 დღის წინ

ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 კვირის და 1 დღის წინ

ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 კვირის და 1 დღის წინ

ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი
3 კვირის და 4 დღის წინ

როდის დაბრუნდება ლამინე იამალი - აქტუალურ შეკითხვას პასუხი გაეცა