1 კვირის და 3 დღის წინ
"ბარსელონა" ზაფხულში ვარსკვლავს გაყიდის
ავტორი
Aa
"ბარსელონას" მიერ ფრენკი დე იონგისთვის გაკეთებულ საკონტრაქტო შეთავაზებას ვადა გაუვიდა, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, ფერნანდო პოლო.
ნიდერლანდელ ნახევარმცველს ამ წინადადებაზე არ უპასუხია. წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" სიტუაციას გადააფასებენ და ფეხბურთელს განახლებული შეთავაზებით მიმართავენ.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს SPORT-ი.
ჟურნალისტ ფერან კორეასის თქმით, ხელმძღვანელობა დე იონგის 2025 წლის ზაფხულში გაყიდვის მომხრეა.
ფრენკის "ბარსასთან" მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ივლისში ეწურება. ბუნებრივია, არსებობს საშიშროება, რომ იგი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 27 წლის მოთამაშეს თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
11 საათის და 27 წუთის წინ
ცნობილია: ვის მიუძღვნა ფერანმა "ბეტისის" კარში გოლი
1 დღის და 6 საათის წინ
VIDEO: ფერანის გოლი ჩაითვალა "ბარსა" კვლავ წინ გადის
1 დღის და 7 საათის წინ
VIDEO: ლევანდოვსკის გოლით "ბარსელონა" დაწინაურდა
2 დღის და 5 საათის წინ
"ჩვენ ის ყველა მატჩში გვჭირდება" - ფლიკმა შეუცვლელი მოთამაშე დაასახელა