Cadena Ser-ის ჟურნალისტმა, სანტი ოვალემ "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველის, პედრი გონსალესის შესახებ საინტერესო ცნობები მოგვაწოდა.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" სურთ, რომ პედრი მათი პროექტის ლიდერი გახადონ. 21 წლის ესპანელთან განახლებული კონტრაქტი 2030 წლის ივლისამდე იმოქმედებს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" რწმენით, შეთანხმება ძალიან მალე შედგება.
კატალონიელები კმაყოფილები არიან იმ გეგმითაც, რომელიც პედრისთვის ტრავმების ასარიდებლად შემუშავდა. ეს ჟულიო ტოუსის მიერ გახლდათ შედგენილი.
როგორც აღმოჩნდა, პედრის ზედმეტი დასვენება პირიქით ვნებდა. ორდღიანი დასვენება გონსალესს ტრავმის რისკს უფრო უზრდიდა, ვიდრე უმცირებდა. სწორედ ამიტომაა, რომ "ბარსას" მთავარი მწვრთნელი მას ახლა ლამის ყველა მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან აწყებინებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში პედრის მონაგარი 3 გოლი და 2 ასისტია.