9 თვის და 2 კვირის წინ

რატომ არ ითამაშა გუშინ ოლმომ - ბოლო ცნობები

ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ლა ლიგაში ზედიზედ მესამედ დაკარგა ქულები. კატალონიელებმა გუშინ "ლას პალმასთან" წააგეს, ანგარიშით 1:2. ერთადერთი გოლი "ბლაუგრანადან" რაფინიამ შეაგდო.
მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" თამაში ჰქონდათ გადასარჩენი, ჰანსი ფლიკმა გუნდის 26 წლის ვარსკვლავი, დანი ოლმო სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, ოლმოს საზარდულის არეში მზარდი დისკომფორტი აქვს. "ბარსას" ინტენსიური კალენდრიდან გამომდინარე, ჰანსი ფლიკმა არჩია, რომ ესპანელს გუშინ დაესვენა.
წყაროს თანახმად, დანი "მალიორკასთან" ზეგ გასამართი მატჩისთვის მზად იქნება.
ოლმო და ლამინ იამალი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებენ თამაშს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში "ბარსას" ახალწვეულს 6 გოლი აქვს გატანილი.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 დღის და 17 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
4 დღის და 11 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 2 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 2 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში