"ბარსელონამ" ზაფხულში შეიძლება ანდრეას კრისტენსენი გაყიდოს, - იუწყება Mundo Deportivo. დანიელ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისში ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" მასში თანხის აღების უკანასკნელ შანსს გამოიყენებენ.
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 29 წლის უკანახაზელით ტურინის "იუვენტუსი" და მილანის "ინტერი" არიან დაინტერესებულნი.
უკვე 4 თვეა, რაც კრისტენსენი აქილევსის მყესის ტრავმას მკურნალობს.
გუნდში რონალდ არაუხოს, პაუ კუბარსის, ინიგო მარტინესისა და ერიკ გარსიას ყოფნის პირობებში, სავარაუდოა, რომ "ბარსა" ცენტრალურ მცველს შეელევა, პირველი კანდიდატი კი სწორედ კრისტენსენი გახლავთ. არადა, დანიელი ჩავის ფორმაციის "ბლაუგრანაში" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ.
Transfermarkt-ზე კრისტენსენი 30 მილიონ ევროდაა შეფასებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ანდრეასს სულ 1 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.