18 საათის და 55 წუთის წინ
მოულოდნელი რიცხვი - რა თანხად შეიძლება გაიყიდოს დე იონგი
მოულოდნელი რიცხვი - რა თანხად შეიძლება გაიყიდოს დე იონგი

"ბარსელონა" არ აპირებს, რომ ფრენკი დე იონგს კონტრაქტის ბოლომდე ამოწურვის საშუალება მისცეს, - იუწყება SPORT.

კატალონიური გრანდი 27 წლის ნახევარმცველისთვის ხელფასის სახით გადასახდელი თანხის შესამცირებლად ყველაფერს გააკეთებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ის საკონტრაქტო შეთავაზება, რომელიც კლუბმა ფრენკის რამდენიმე თვის წინ გაუგზავნა, ვალიდური აღარაა, რადგან ფეხბურთელს მასზე არ უპასუხია.

კიდევ უფრო შორს მიდის Catalunya Radio-ს ჟურნალისტი, რამონ სალმური.

წყაროს თანახმად, "ბარსა" მზადაა, რომ 2025 წლის ზაფხულში ნიდერლანდელს ძალიან დაბალ თანხადაც კი შეელიოს. "ბლაუგრანა" 20 მილიონი ევროს მიღებითაც კმაყოფილი იქნება.

შედარებისთვის, Transfermarkt-ზე დე იონგი ამჟამად 60 მილიონნ ევროდაა შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი ფრენკის 2026 წლის ივლისში ეწურება. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში მას საგოლე მოქმედება არ აქვს.


Facebook კომენტარები