1 წლის წინ
ცნობილია: რომელ მატჩში დაბრუნდება არაუხო
ავტორი
Aa
Diario AS-ის ინფორმაციით, რონალდ არაუხოს "ბარსელონას" სამატჩო განაცხადში ხილვას ძალიან მალე უნდა ველოდოთ.
ურუგვაელი ცენტრალური მცველი შეიძლება "რეალ ბეტისთან" გასამართი შეხვედრისთვის შერჩეულ ფეხბურთელთა შორის მოხვდეს. თუ ასე არ მოხდა, იგი ჩემპიონთა ლიგაზე, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის კოპა ამერიკაზე მიღებული ტრავმის გამო, არაუხოს ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ერთ მატჩშიც კი არ უთამაშია.
ცხადია, სასტარტო შემადგენლობაში დასაბრუნებლად რონალდს დიდი შრომის გაწევა მოუწევს, რადგან პაუ კუბარსიმ და ინიგო მარტინესმა დაცვის ცენტრში შესანიშნავი დუეტი ჩამოაყალიბეს.
ცნობისთვის, "ბეტისს" კატალონიელები 7 დეკემბერს შეხვდებიან, ხოლო "სიგნალ იდუნა პარკზე" ვიზიტი 11 დეკემბერსაა ჩანიშნული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი