logo

"მაისური ვთხოვე, მან კი საოცარი საჩუქარი გამიკეთა"

"მაისური ვთხოვე, მან კი საოცარი საჩუქარი გამიკეთა"

ყოფილმა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, ფაბიან ვარგასმა ლიონელ მესისთან დაკავშირებით საოცარი ისტორია გაიხსენა. ვარგასის თქმით, ეს ჯერ კიდევ 2010 წელს მოხდა, როდესაც "ალმერიაში" თამაშობდა და მისი გუნდი "ბარსელონას" შეხვდა.

"თამაშამდე მეგობრებმა დამირეკეს და ჩემი მაისური მთხოვეს, რათა აუქციონზე გაეყიდათ და შემოსული თანხით კოლუმბიაში იმ წელიწადს მომხდარი წყალდიდობით დაზარალებულ ხალხს დახმარებოდნენ". 

"ვისარგებლე შემთხვევით და თამაშის დაწყებამდე მესისთან მივედი, ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე მაისური. იმ შეხვედრაში 8-0 დავმარცხდით, გაბრაზებული და ძალიან მოწყენილი ვიყავი და მატჩის დამთავრებისთანავე მოედანი დავტოვე, არ გამხსენებია, რომ ლეოს მაისური უნდა მოეცა ჩემთვის"

"გასახდელში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ერთ ადამიანს ჩემი ნახვა უნდოდა და გარეთ მელოდებოდა. გარეთ მესი დამხვდა, პატარა ჩანთა ეჭირა ხელში, მითხრა, რომ იქ მაისურები იყო, რომლებიც სპეციალურად ჩემთვის შეუგროვებია. იმ მომენტში ვიფიქრე, რომ მან უბრალოდ თხოვნა შემისრულა და საკუთარი მაისური მომცა, მადლობა გადავუხადე და ჩავეხუტე".

"როდესაც გასახდელ ოთახში დავბრუნდი, ჩანთა გავხსენი და შიგნით დიდი, დიდი სიურპრიზი დამხვდა. იქ არა მხოლოდ მესის მაისური, არამედ ჩავის, ინიესტას, პიკეს, პუიოლის და დანი ალვეშის მაისურები იდო. ეს არასოდეს დამავიწყდება"

"ლეოს ვუსურვებ, რომ გააგრძელოს რეკორდების დამხობა",
 - აღნიშნა ვარგასმა.

9 თვის წინ
10280 / 0
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 859
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ