20 საათის და 14 წუთის წინ
"დღეს ამას არ ვგეგმავდი" - ფლიკი "მალიორკასთან" მატჩის შემდეგ
"დღეს ამას არ ვგეგმავდი" - ფლიკი "მალიორკასთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-16 ტურში "მალიორკას" 1:5 მოუგო. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მხრიდან დუბლით რაფინია გამოირჩა, თითო გოლი კი ფერან ტორესმა, ფრენკი დე იონგმა და პაუ ვიქტორმა გაიტანეს.

ამ გამარჯვებით "ბლაუგრანამ" ლა ლიგაში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. 3 ქულის მნიშვნელობასა და სხვა საკითხებზე ჰანსი ფლიკმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"გუშინ ლევანდოვსკის დასვენებაზე არ ვფიქრობდი. ეს დღეს მომაფიქრდა და ჩავთვალე, რომ სწორი დრო იყო. რაფინიას დასვენებას ვგეგმავდით, მაგრამ მან გვითხრა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობდა. ამაში თქვენც დარწმუნდებოდით."

"ვისურვებდი, რომ კარი მშრალად შეგვენახა."

"ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდათ. ისინი მუდამ 100%-ით მზად არ ბრუნდებიან ხოლმე. მიუხედავად ამისა, ფერანი, გავი და ფრენკი დღეს ძალიან კარგები იყვნენ. ერიკიც დაბრუნდა. ახლა უფრო დიდი არჩევანი მაქვს."

"პაუ კუბარსი 17 წლისაა, მაგრამ ვეტერანივით თამაშობს."

"პედრი და რაფინია ტოპ კლასის ფეხბურთელები არიან."

"არ მადარდებს, მეტოქეებს რამდენჯერ ჩავტოვებთ თამაშგარეში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ უკან ყოველთვის დროულად ჩავიდეთ."

"ამ მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველ ტაიმში ბევრი შანსი გვქონდა, თუმცა უკეთესები მეორე ნახევარში ვიყავით. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. შანსებიც შევქმენით და გოლებიც გავიტანეთ. ეს ფანტასტიკური იყო."

"ბარსელონას" მონაგარი 37 ქულაა და მეორეადგილოსან "რეალს" 4 ქულით უსწრებს, ოღონდ "სამეფო კლუბს" 2-ით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. მადრიდელები ამ ტურის მატჩს ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ ითამაშებენ.


Facebook კომენტარები