1 წლის წინ
მალენს "ბარსაში" უნდა - რა თანხა დაჯდება ნიდერლანდელი
ავტორი
Aa
დონიელ მალენს "ბარსელონაში" ან "არსენალში" უნდა თამაში, - იუწყება Sky Germany-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.
ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა დორტმუნდის "ბორუსია" შეიძლება იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვოს, თუ "შავ-ყვითლებს" ფორვარდის მსურველი 25-30 მილიონ ევროს შესთავაზებს.
გასულ ზაფხულს მალენით "ევერტონი", "ნოტინგემ ფორესტი", "ბრენტფორდი" და "კრისტალ პალასი" ინტერესდებოდნენ, თუმცა 25 წლის შემტევს უფრო დიდი ამბიციები აქვს. მას ევროპულ გრანდში სურს გადაბარგება
მალენს "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისში ეწურება, ამიტომ კლუბი მის გაყიდვაზე თანახმაა. მიღებულ თანხას გერმანელები პრობლემური პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენებენ.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში ნიდერლანდელის მონაგარი 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი