15 საათის და 21 წუთის წინ
ნამდვილი კაპიტანი - რა გააკეთა გუშინ რაფინიამ
ნამდვილი კაპიტანი - რა გააკეთა გუშინ რაფინიამ

"ბარსელონამ" გუშინ "მალიორკას" 5:1 მოუგო. პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, მეორე ნახევარში კი კატალონიელებმა 4-ჯერ აიღეს მეტოქის კარი.

გამარჯვების მომტანი ბურთი 56-ე წუთზე გავიდა. ლამინ იამალის წაქცევის გამო დანიშნული პენალტი გოლად რაფინიამ გარდაქმნა.

როგორც ირკვევა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბრაზილიელ ვარსკვლავს თერთმეტმეტრიანის შესრულება იამალისთვის შეუთავაზებია, თუმცა 17 წლის შემტევმა ეს იუარა.

ცხადია, სასტარტო შემადგენლობაში 4-მატჩიანი პაუზის მერე დაბრუნებული იამალისთვის გოლი წამახალისებელი იქნებოდა. სწორედ ამ განზრახვით მიაწოდა მა კაპიტანმა ბურთი. მიუხედავად ამისა, საგოლე მოქმედების გარეშე ლამინი გუშინ არ დარჩენილა, რადგან მესამე გოლზე მან რაფინიას ულამაზესი ასისტი გაუკეთა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში იამალის მონაგარი 6 გოლი და 9 ასისტია.


Facebook კომენტარები