9 თვის და 1 კვირის წინ

"ბარსელონამ" ზაფხულის პირველი ტრანსფერი დახურა

ავტორი
Aa
Fichajes-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი ტრანსფერი უკვე დახურა.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ლევერკუზენის "ბაიერის" ცენტრალურ მცველს, ჯონათან ტას დაიმატებენ. ტას "ფარმაცევტებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
28 წლის უკანახაზელს "ბლაუგრანას" თავკაცი, ჰანსი ფლიკი თავისი დაცვითი სისტემისთვის იდეალურად მიიჩნევს. სწორედ გერმანელი სპეციალისტი ითხოვდა ტას გაფორმებას ძალიან აქტიურად.
ჯონათანით მიუნხენის "ბაიერნიცაა" დაინტერესებული, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ბრძოლას "ბარსა" მოიგებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში ტამ 1 გოლი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 7 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში