"ლას პალმასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "ბარსელონას" ფეხბურთელებს სიტყვით რაფინიამ მიმართა. Mundo Deportivo-ს თქმით, ბრაზილიელმა თანაგუნდელებს უთხრა, რომ გუნდის სათამაშო დონე დავარდა.
მართალია, იმ შეხვედრაში რაფინიამ შესანიშნავი გოლით გამოიჩინა, თუმცა 27 წლის გარემარბისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. "ბლაუგრანას" 11-მა ნომერმა სხვა მოთამაშეებისგან მაქსიმალური თავდადება მოითხოვა.
როგორც ირკვევა, ჰანსი ფლიკმა ბრაზილიელს "მალიორკასთან" მატჩის წინ ჰკითხა, ისურვებდა თუ არა დასვენებას, პასუხად კი უარი მიიღო.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ლიდერმა "მალიორკას" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, რითაც გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო. ესპანეთის ჩემპიონატში "ბლაუგრანას" სამმატჩიანი მოუგებელი სერია დასრულებულია, ახლა კი გუნდმა მხოლოდ წინ უნდა იაროს.
გარდა იმისა, რომ რაფინია მინდორზე ბრწყინავს, მისი საქმისადმი დამოკიდებულება მოედნის მიღმაც იგრძნობა. "ბარსას" გასახდელში ყველა აღფრთოვანებულია იმით, თუ რამდენად ფოკუსირებულია ვარსკვლავი დადებითი შედეგების დაფიქსირება.
ცნობისთვის, ბრაზილიელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. მისი მონაგარი 16 გოლი და 10 ასისტია.