გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონას სპორტული დირექტორი, დეკუ, ლევერკუზენის "ბაიერის" ცენტრალური მცველის, ჯონათან ტას აგენტს უკვე შეხვდა.
როგორც ირკვევა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების თავდაპირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. როგორც კლუბის, აგრეთვე მოთამაშის წარმომადგენელი მზადაა შემდეგი შეხვედრის დასანიშნად.
რამდენიმე დღით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბლაუგრანამ" გერმანელის, როგორც 2025 წლის პირველი ტრანსფერის საკითხი უკვე გაინაღდა. ეს კი ჰანსი ფლიკისთვის მშვენიერი ამბავია, ვინაიდან, გამოცდილი მცველის დამატება მას უპირველესად, უკანა ხაზში ტრავმების პრობლემის მოგვარებასა და რესურსის გაღმავებაში დაეხმარება.
დიდი ალბათობით, ტა ბუნდესლიგის მოქმედი ჩემპიონი გუნდიდან "ბარსელონას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებოდა.