შაბათს "ბარსელონა" ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩს ჩაატარებს და გასვლაზე ანდალუსიურ "ბეტისს" დაუპირისპირდება.
ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება "ბლაუგრანადან" სევილიაში განათხოვრებული თავდამსხმელის, ვიტორ როკესთვის, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების წყურვილი კლავს.
მოახლოებული ჯახის შესახებ ბრაზილიელმა საკმაოდ გულახდილად ისაუბრა.
"გოლების გატანა ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. ყოველკვირა ამაზე ვმუშაობ. იმედია, შაბათს გავიტან.
თუ "ბარსას" გავუტან, არ აღვნიშნავ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი კარის აღება არ მინდა.
"ბეტისის" ფეხბურთელები მაქსიმალურად ფოკუსირებული და საბრძოლველად შემართულები უნდა ვიყოთ," - თქვა როკემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება როკეს, "ბეტისის" მაისურით მას 5 გოლი აქვს გატანილი.