SPORT-ის ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკმა "ბარსელონას" ორ ფეხბურთელს უთხრა, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში მათ ლიმიტირებული სათამაშო დრო ექნებათ.
ეს მოთამაშეები ანსუ ფატი და ერიკ გარსია არიან. მაშინ, როდესაც "ბლაუგრანა" სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი, ამ ესპანელებს მოედანზე გასვლა იშვიათად მოუწევთ ხოლმე.
როგორც ირკვევა, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა "ლა მასიელებს" ისიც მოახსენა, რომ თუ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის დატოვებას ისურვებენ, ხელს არ შეუშლიან.
მიუხედავად ამისა, წყაროს თანახმად, ანსუსაც და ერიკსაც კატალონიაში უნდათ დარჩენა.
ფატი და გარსია სეზონის "ბარსელონაში" ჩამთავრებას და თავიანთი მომავლის მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტას გეგმავენ.
აქვე გეტყვით, რომ 22 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა, 23 წლის მცველის მონაგარი კი 10 მატჩში 1 ასისტია.