1 წლის წინ
"ჩვენ ის ყველა მატჩში გვჭირდება" - ფლიკმა შეუცვლელი მოთამაშე დაასახელა
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩს ჩაატარებს, სადაც სევილიის "ბეტისს" ესტუმრება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ბევრ თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი შეკითხვა გუნდის ბრაზილიელ ვარსკვლავს, რაფინიას შეეხებოდა.
"ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ რაფინია ყველა მატჩში გვჭირდება.
იმდენად, რამდენადაც იგი ხელმისაწვდომი იქნება, რაფა ითამაშებს. თუ ეს 90 წუთს გასტანს, გასტანს, თუ ნაკლები დროის გატარება მოუწევს მოედანზე, ამასაც ვნახავთ.
ის ჩვენთვის საკვანძო მნიშვნელობისაა," - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში რაფინიას მონაგარი 16 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
რაც შეეხება ანდალუსიურ-კატალონიურ ჯახს, იგი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი