9 თვის და 1 კვირის წინ

"ბარსამ" შეიძლება დიდი თანხა მიიღოს - მნიშვნელოვანი ამბავი

ავტორი
Aa
2025 წლის ზაფხულში ოსკარ მინგესამ ვიგოს "სელტა" შეიძლება დატოვოს, ამით კი "ბარსელონაც" იხეირებს.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ესპანელ მცველზე სატრანსფერო უფლებების ნახევარი კვლავ "ბლაუგრანას" საკუთრებაშია. მაშასადამე, იმ თანხის ნახევარი, რასაც "ბალაიდოსის" ბინადრები ოსკარში მიიღებენ, კატალონიელებს ერგებათ.
25 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა. Relevo-ს თუ დავუჯერებთ, მის გადახდას გერმანული "ლაიფციგი" აპირებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მინგესა "წითელ ხარებს" შეუერთდება, "ბარსელონას" მონაგარი 10 მილიონი ევრო იქნება.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში ოსკარმა 2 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 7 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში