1 წლის წინ
"ბარსას" ფეხბურთელი ოქროს ბურთის მოგების ფავორიტია - რეიტინგი
ავტორი
Aa
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" შემტევი ტრიო, რომელიც რაფინიას, რობერტ ლევანდოვსკისა და ლამინ იამალისგან შედგება, ფენომენალურად გამოიყურება. მათ უშუალო მონაწილეობა 45 გოლში აქვთ მიღებული.
ცხადია, ისინი 2025 წლის ოქროს ბურთის მაძიებელთა შორისაც მოიაზრებიან. ამავე აზრზეა Foot.Var-იც, რომლის მიერ შედგენილ რეიტინგშიც "ლურჯ-ბროწეულისფერნი" საფუძვლიანად არიან წარმოდგენილნი.
ხუთეული ასე გამოიყურება:
1. რაფინია (ბარსელონა)
2. მუჰამედ სალაჰი (ლივერპული)
3. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
4. ვინისიუსი (რეალი)
5. ლამინ იამალი (ბარსელონა)
შეგახსენებთ, რომ რაფინიას მონაგარი 16 გოლისა და 10 საგოლე გადაცემისგან შედგება. ისინი შესანიშნავად გამოიყურებოდა შემოდგომის სანაკრებო შეხვედრებშიც, სადაც ბრაზილიის ნაკრების ლიდერად მოგვევლინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი