2 კვირის და 3 დღის წინ
ბოდიში თანაგუნდელებს - რა მოხდა "ბეტისთან" მატჩის შემდეგ
ბოდიში თანაგუნდელებს - რა მოხდა "ბეტისთან" მატჩის შემდეგ

ფრენკი დე იონგმა "ბეტისთან" მატჩის გამო თავი დამნაშავედ იგრძნო, - ირწმუნება SPORT-ის ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი.

წყაროს თანახმად, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ თანაგუნდელებს მოუბოდიშა. მართალია, იგი შედეგში არავის დაუდანაშაულებია, მაგრამ 27 წლის ვარსკვლავმა თავად იგრძნო თავი ვალდებულად, რომ პასუხისმგებლობა ეკისრა.

დე იონგის ამ ქმედებას წინ "ბენიტო ვილამარინზე" გამართულ შეხვედრაში დაშვებული შეცდომები უძღვოდა. ფრენკი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე შესვლიდან ორ წუთში მეტოქეზე თამაშის წესები "ბარსას" საჯარიმოში დაარღვია, რამაც მთავარ მსაჯს პენალტის დანიშვნის საბაბი მისცა. გარდა ამისა, მან ცუდად იმოქმედა მეორე გაშვებული გოლის ეპიზოდშიც.

"ბლაუგრანას" შუახაზელი ახლა კრიტიკას ყურადღებით უსმენს, არაფერს ამბობს და მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ საუკეთესო ფორმას დაუბრუნდეს.

ხუანმარტის თუ დავუჯერებთ, რამდენიმე კვირაა, რაც დე იონგი დამატებით ვარჯიშობს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში ნიდერლანდელმა 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები