ჰანსი ფლიკი ფრენკი დე იონგის განსხვავებულ როლში გამოყენებას უპირებს, - იუწყება Diario AS.
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გეგმავს, რომ ნიდერლანდელი ნახევარმცველი მეტოქის კართან უფრო ახლოს დააყენოს და დაცვითი ფუნქციების ნაწილი მაინც ჩამოაშოროს.
ამ მანევრით ფლიკს დე იონგის კრეატიულობისა და პასის მაღალი ხარისხით სარგებლობა სურს. გერმანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ დე იონგს მეტად შემტევობა თავისი საუკეთესო ფორმის აღდგენაში დაეხმარება.
ცნობისთვის, უკანასკნელ შეხვედრებში ფრენკის დაცვითმა გადაწყვეტილებებმა კატალონიურ გრანდს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა. უკანასკნელი შემთხვევა "ბეტისთან" დაფიქსირდა, სადაც 27 წლის შუახაზელმა თავისი გუნდის კარში პენალტი "აიკიდა".
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ნათამაშებ 12 მატჩში დე იონგის მონაგარი 1 გოლი და 1 ასისტია.