2 დღის და 12 საათის წინ
ფრენკის წასვლა უნდა - გამოჩნდა 4 მსურველი
ფრენკის წასვლა უნდა - გამოჩნდა 4 მსურველი
ავტორი
Aa

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრენკი დე იონგს "ბარსელონაში" დარჩენა აღარ სურს. როგორც ირკვევა, ნიდერლანდელი ნახევარმცველი ახალი გუნდის ძებნას იწყებს.

ბუნებრივია, ფრენკის დამატების სურვილი რამდენიმე დიდმა გუნდმა უკვე გამოთქვა. როგორც ჩანს, მისი შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის "ჩელსი", "პსჟ" და მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესდა. რაც შეეხება "ბარსას", მიუხედავად იმისა, რომ  კატალონიური კლუბი თავდაპირველად აპირებდა მისი კონტრაქტის გაგრძელებას, ახლა სიტუაცია შეიცვალა და გუნდი ნახევარმცველის გასაშვებად მზადაა.

დე იონგის მომავალი "ბლაუგრანაში" საკმაო პერიოდის განმავლობაში გაურკვეველი იყო. შეგახსენებთ, რომ მას ესპანურ გრანდთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

გავრცელებული ცნობებით, დეკუ ნიდერლანდელის გაშვებას უფასო ტრანსფერის სახით არ აპირებს. დიდი ალბათობით, ფენკის ტრანსფერს 2025 წლის ზაფხულში უნდა ველოდოთ.


Facebook კომენტარები