9 თვის და 1 კვირის წინ

რას ფიქრობს ნიკო "ბარსაში" წასვლაზე - უკანასკნელი ცნობები

ავტორი
Aa
ნიკო უილიამსს "ბარსელონაში" გადასვლა ახლა იმაზე მეტად უნდა, ვიდრე ზაფხულში უნდოდა, - იუწყება Diario SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.
23 წლის გარემარბი ბილბაოს "ატლეტიკში" ბედნიერია, თუმცა კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმისთვისაც მზადაა.
წყაროს თანახმად, "ბარსას" ფეხბურთელებთან ნიკოს მჭიდრო კონტაქტი აქვს.
მიუხედავად ამისა, ახლა თავად "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ეჭვობენ უილიამსის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამის პირველი მიზეზი დანი ოლმოა, მეორე კი - რაფინიას საოცარ ფორმაში შესვლა.
არადა, გასულ ზაფხულს ნიკო "ბარსას" პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ განიხილებოდა, თუმცა ფინანსური ფეარ პლეის პრობლემებმა და თავად მოთამაშის ჭოჭმანობამ იგი "სან მამესზე" დატოვა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში ესპანელმა 2 გოლი და 6 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 7 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში