1 წლის წინ
ფლიკს ის ძალიან მოსწონს - მთავარი მწვრთნელის პოზიცია
ავტორი
Aa
ჰანსი ფლიკს ფრენკი დე იონგი ძალიან მოსწონს, - იუწყება SPORT.
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ნიდერლანდელ ნახევარმცველს უმაღლესი დონის ფეხბურთელად მიიჩნევს. ფლიკის რწმენით, დე იონგი მის სათამაშო სტილს იდეალურად ერგება.
წყაროს თანახმად, მხოლოდ ფლიკზე რომ იყოს დამოკიდებული, მიუხედავად ფრენკის კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაციისა, იგი მომდევნო სეზონსაც "ბლაუგრანაში" გაატარებდა.
როგორც მოგეხსენებათ, 27 წლის ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურება, მისი გახანგრძლივებისკენ კი გული დიდად არ მიუწევს. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" მას გაისად გაყიდიან.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში დე იონგმა 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი