1 წლის წინ
"ბარსელონას" ეს აკლია - რატომაა არაუხოს დაბრუნება მნიშვნელოვანი
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ურუგვაელი მცველი, რონალდ არაუხო დორტმუნდის "ბორუსიასთან" გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჰანსი ფლიკს სურს, 25 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანას" დაცვის ხაზში რაც შეიძლება მალე და ეფექტურად დააბრუნოს, რადგან ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში გუნდმა 8 გოლი გაუშვა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამწვრთნელო შტაბში ფიქრობენ, რომ უკანა ხაზს აგრესიული ფიგურა აკლია, რონალდი კი სწორედ ასეთია.
ამიტომაც მიიჩნევენ "ბარსაში" არაუხოს დაბრუნებას ეგზომ მნიშვნელოვნად. ჯერ არ ვიცით ისიც, თუ ვინ უნდა ჩაანაცვლოს მან სასტარტო შემადგენლობაში.
აქვე გეტყვით, რომ დიდი ალბათობით, ურუგვაელი ხვალ სათადარიგოთა სკამზე დარჩება. მოედანზე მას 15 დეკემბერს, "ლეგანესის" წინააღმდეგ ვიხილავთ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი