10 თვის და 2 კვირის წინ
მოურინიო: "ის მე იამალს მირჩევნია"
ავტორი
Aa
სტამბოლის "ფენერბახჩეს" პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნის, ნიკო უილიამსის შესახებ ისაუბრა.
"ევროპის ჩემპიონატის დროს ხალხი მხოლოდ იამალზე ლაპარაკობდა. იგი გასაოცარი ბიჭია, მაგრამ მე ნიკო უილიამსი მირჩევნია.
იმედი მაქვს, რომ ნიკო "რეალში" წავა," - თქვა 61 წლის სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 ნიკომ 2 გოლითა (მათ შორის ერთი ფინალში) და 1 საგოლე გადაცემით დაასრულა, ლამინ იამალის მონაგარი კი 1 გოლი და 4 ასისტი გახლდათ.
უილიამსს "ბლაუგრანას" ახლაც აქტიურად უკავშირებენ. გუშინ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავს "ბარსაში" გადასვლა ახლა იმაზე მეტად უნდა, ვიდრე 4 თვის წინ უნდოდა, როცა ტრანსფერი ვერ განხორციელდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 კვირის და 4 დღის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი
1 თვის და 1 კვირის წინ
როდის დაბრუნდება ლამინე იამალი - აქტუალურ შეკითხვას პასუხი გაეცა