1 დღის და 2 საათის წინ
"ხანდახან ცუდი პერიოდიც გვიდგას" - ფლიკი "დორტმუნდთან" მატჩის წინ
"ხანდახან ცუდი პერიოდიც გვიდგას" - ფლიკი "დორტმუნდთან" მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, 11 დეკემბერს "ბარსელონა" დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურის ეგიდით.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ნაწყვეტებს აღნიშნული პრესკონფერენციიდან:

"გერმანულ და ესპანურ ფეხბურთს ვერ შევადარებ. ესპანეთში ის მომწონს, რომ ყველას განსხვავებული სტილი აქვს. გერმანიაში გაცილებით ტექნიკური გუნდები არიან."

"გავდივართ თუ არა სეზონის ყველაზე რთულ ეტაპს? ხანდახან კარგი პერიოდი გვიდგას ხოლმე და ხანდახან ცუდი, მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ სეზონს როგორ დავამთავრებთ. გვჯერა, რომ ამ მონაკვეთს თავდაჯერებითა და ჩვენი ფეხბურთის თამაშით გადავლახავთ."

"დორტმუნდის" დამარცხება შეგვიძლია. ეს 3 ქულა მომდევნო ტურისთვის საინტერესო პოზიციას დაგვაკავებინებს."

"ბევრი იყო ისეთი მატჩი, სადაც გამოვიცადეთ. მაგალითად, "ბაიერნისა" და "რეალის" წინააღმდეგ. ამ შეხვედრებში ხალხს უნდოდა გაერკვია, შეეძლო თუ არა ასეთ ახალგაზრდა გუნდს ამ დონის მეტოქეების დამარცხება."

"ლამინს ყველა მატჩში შეუძლია განსხვავების შექმნა. ის განსაკუთრებული ტალანტია."

"ითამაშებს თუ არა ლევანდოვსკი 40 წლამდე? ფეხბურთელის ცხოვრება ძალიან სწრაფად გადის. რამის პროგნოზირება რთულია. ახლა რობერტი კარგ ფორმაშია. ის პროფესიონალია, რომელმაც იცის, თუ როგორ მოუაროს საკუთარ სხეულს."

აქვე გეტყვით, რომ "სიგნალ იდუნა პარკზე" გასამართი შეხვედრა თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება.


Facebook კომენტარები