12 საათის და 39 წუთის წინ
ლევანდოვსკის საოცარი სტატისტიკა "ბორუსიას" წინააღმდეგ
ლევანდოვსკის საოცარი სტატისტიკა "ბორუსიას" წინააღმდეგ

"ბარსელონას" პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დღეს თავის ყოფილ გუნდს, "ბორუსია დორტმუნდს" დაუპირისპირდება. "შავ-ყვითლების" ღირსებას იგი 4 სეზონის განმავლობაში იცავდა, რა დროში ჩატარებულ 187 მატჩშიც 103 გოლი შეაგდო.

საგულისხმოა, რომ რობერტს ფანტასტიკური სტატისტიკა აქვს უშუალოდ "დორტმუნდის" წინააღმდეგაც.

რურის ოლქის წარმომადგენლებს ლევანდოვსკი კარიერაში 26-ჯერ შეხვდა. 26 მატჩში მან მეტოქეს 27 გოლი გაუტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა. აქვე აღვნიშნოთ, რომ პოლონელის გუნდის წარმატებულობის მაჩვენებელი შემდეგნაირია: 19 გამარჯვება, 1 ფრე, 6 მარცხი.

"ბორუსიასთვის" რობერტს 7 დუბლი და 2 ჰეთ თრიქი აქვს შესრულებული.

მიუნხენის "ბაიერნიდან" "დორტმუნდის" აწიოკება ლევანდოვსკის იდეალურად გამოსდიოდა. საინტერესოა, ამას იგი "ბარსელონას" მაისურითაც შეძლებს თუ არა.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ-ესპანური ჯახი თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება და მას 'სიგნალ იდუნა პარკი" უმასპინძლებს.


Facebook კომენტარები