უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში "ბარსელონა" გასვლაზე დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდა და გაიმარჯვა, ანგარიშით 2:3. გოლები ჟან ვირჯილის, ლანდრი ფარესა და ლეო საკას აქტივშია.
საინტერესოა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "ხუვენილ ა-ს" ქართული წარმოშობის უნგრელ მეკარეს, არონ იაკობაშვილს.
SPORT-ს თუ დავუჯერებთ, იაკობაშვილის განაცხადს მიღმა დატოვება სადამსჯელო ზომა გახლდათ. მას "ბარსასთან" კონტრაქტი 7 თვეში ეწურება, ხელშეკრულების გახანგრძლივებას კი არ ჩქარობს.
როგორც ჩანს, თუ აარონი ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ გადაწყვეტს, მიმდინარე სეზონში მისი სათამაშო დრო უფრო და უფრო შემცირდება.
აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში "ბლაუგრანა" მე-4 ადგილზეა. კატალონიელებს 15 ქულა აქვთ და ლიდერ "ინტერს" 3 ქულით ჩამორჩებიან.