ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-6 ტურში "ბარსელონა" დორტმუნდის "ბორუსიას" ესტუმრა და მეტოქე 5-გოლიან თრილერში დაამარცხა. კატალონიელები რაფინიამ და ფერან ტორესმა ორჯერ დააწინაურეს, ორივე ჯერზე წონასწორობა სეჰრუ გირასიმ აღადგინა, თუმცა 85-ე წუთზე ფერანმა დუბლი შეასრულა და 3 ქულა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" დაუტოვა.
ცხადია, 24 წლის თავდამსხმელი მედიის დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან მცირე კომენტარიც გააკეთა.
"ამ გამარჯვებას "ბარსელონას" ყველა იმ გულშემატკივარს ვუძღვნი, რომლებიც აქიდან გვიჭერდნენ მხარს.
ვიცით, თუ რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც საქმე რთულდება. ისინი მალევე ათანაბრებდნენ ხოლმე ანგარიშს, მაგრამ ჩვენც სწრაფად ვრეაგირებდით.
განვითარება ყოველთვის შეგვიძლია. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ და ეს უნდა გვახარებდეს," - თქვა ესპანელმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის 6 ტურში 15 ქულა აქვს აღებული, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და შემდეგ მატჩს ლისაბონის "ბენფიკას" წინააღმდეგ ჩაატარებს.