"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ მოგებული მატჩი ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ არხთან მიცემულ ინტერვიუში შეაფასა.
"რაფინია ტრავმირებული არ არის. ის უბრალოდ დაიღალა.
"დორტმუნდის" წინააღმდეგ გაგვიჭირდა? გაჭირვება სწორი სიტყვა არაა. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. "ბორუსიას" წინააღმდეგ თავდაცვა იოლი არ არის, მაგრამ ეს კარგად გავაკეთეთ. მათ გოლები ჩვენი შეცდომების გამო გაიტანეს. ჩვენ განვითარება ყოველთვის შეგვიძლია; ამ ასპექტებზე ვივარჯიშებთ, თუმცა დღეს მინდა, რომ გუნდს მივულოცო.
საუკეთესო რამ დღეს პირველ ტაიმში ბურთის ფლობა და ფერანისა და ფერმინის მოედანზე შესვლით გამოწვეულები ცვლილებები იყო. აშკარაა, რომ გუნდს საკუთარი თავის სწამს," - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" "შავ-ყვითლებს" 2:3 მოუგო. ერთი გოლი რაფინიამ გაიტანა, დუბლით კი თავი ფერან ტორესმა გამოიჩინა.
ცნობისთვის, ჰანსი ფლიკმა დორტმუნდის "ბორუსიას" თავის სამწვრთნელო კარიერაში მეექვსედ მოიგო. "სიგნალ იდუნა პარკის" ბინადრების წინააღმდეგ მას 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.