1 წლის და 1 თვის წინ
"ბარსელონა" სუფთაა - ნეგრეირას სკანდალი სრულდება?
"ბარსელონა" სუფთაა - ნეგრეირას სკანდალი სრულდება?

პროკურატურამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა იმის მტკიცებულება, რომ "ბარსელონა" მსაჯების გადაწყვეტილებებზე სამოქმედოდ ფულს იხდიდა, - იუწყება El Periodico.

EFE-ს თქმით, ვერაფერი ადასტურებს იმას, რომ თანხა, რომელსაც "ბლაუგრანა" ენრიკეს ნეგრეირას უხდიდა, კატალონიელთა შედეგებზე რაიმე დადებით გავლენას ახდენდა.

სხვათა შორის, ამოღებული დოკუმენტები "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პოზიციას ამყარებს. როგორც ჩანს, "ბარსას" განცხადება, რომ ნეგრეირასგან კლუბი საკონსულტაციო სახის რაპორტებს იღებდა, სიმართლეს შეესაბამებოდა.

"ბარსელონას" ყოფილი მაღალჩინოსნები (ხოსეპ მარია ბართომეუ, სანდრო როსელი, ოსკარ გრაუ) კვლავ გამოძიების ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ თავად კატალონიური გრანდი სუფთაა.

შეგახსენებთ, რომ ნეგრეირას საქმემ ესპანეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ლა ლიგის კლუბები მის სრულყოფილად გამოძიებას ითხოვდნენ.


Facebook კომენტარები