

ჩემპიონთა ლიგაზე, დორტმუნდის "ბორუსიასთან" გამართული მატჩის შემდეგ, მედიაში გაჩნდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონას" მიმდინარე სეზონის ბომბარდირი, რაფინია, ტრავმირებული იყო.
რამდენიმე საათის წინ, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ბრაზილიელის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ გარემარბს უბრალო კუნთის დაჭიმულობა ჰქონდა და რომ მას არანაირი დაზიანება აქვს.
დღეს ეს ყველაფერი იმითაც დამტკიცდა, რომ რაფინიამ პირველ გუნდთან სრული ინტენსიური ვარჯიში წარმატებით ჩაატარა. გერმანელი სპეციალისტი მას "ლეგანესთან" გასამართ მატჩში ძირითადი თერთმეტეულის წევრად მოიაზრებს.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა შემტევმა, "ბლაუგრანას" მაისურით 2024/25 წლების სეზონში პირველ 23 მატჩში 17 გოლი და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. რაფინამ ამ სეზონში ბარსას ყველა თამაში ითამაშა.