როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" 26 წლის ნახევარმცველი, დანი ოლმო ლა ლიგაში მხოლოდ წლის ბოლომდეა დარეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კლუბი მას კიდევ ერთხელ არ გადაარეგისტრირებს, ესპანეთის ჩემპიონატში სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
Catalunya Radio-ს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ლა ლიგის პრეზიდენტთან, ხავიერ ტებასთან შეთანხმებულნი იყვნენ, რომ თუ "ნაიკთან" სასპონსორო ხელშეკრულებას გააფორმებდნენ, ფინანსური ფეარ პლეის 1/1 წესს დაუბრუნდებოდნენ და ოლმოს დარეგისტრირებასაც უპრობლემოდ შეძლებდნენ.
ყველასთვის მოულოდნელად ლა ლიგამ პოზიცია შეიცვალა. მათი თქმით, "ნაიკთან" კონტრაქტის დადებით მიღებული შემოსავალი საკმარისი არაა.
წყაროს თანახმად, "ბარსაში" ფიქრობენ, რომ ლა ლიგაზე განსაკუთრებულ ზეწოლას ორი კლუბი ახდენს, რათა მათ "ბლაუგრანას" საქმე განსაკუთრებით გაურთულონ. სხვათა შორის, ამ ორ კლუბში მადრიდის "რეალი" არ არის.
პირველი ეჭვმიტანილი მადრიდის "ატლეტიკოა", ხოლო მეორე - ბილბაოს "ატლეტიკი".
ახლა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" კიდევ ერთი ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედება მოუწევთ. დიდი ალბათობით, ისინი "სპოტიფაი კამპ ნოუს" VIP ადგილებზე უფლებებებს გაყიდიან, საიდანაც 200 მილიონი ევრო უნდა მიიღონ.
რაც შეეხება ოლმოს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩში მან 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.