4 თვის და 1 კვირის წინ
ის სხვებისთვის მაგალითია - რას ფიქრობს ფლიკი ტორესზე
ის სხვებისთვის მაგალითია - რას ფიქრობს ფლიკი ტორესზე

"ბარსელონას" ესპანელი თავდამსხმელი, ფერან ტორესი ბრწყინვალე ფორმაში შევიდა. ბოლო 3 მატჩში ფერანს 4 გოლი აქვს გატანილი, რომელთაგან უკანასკნელიც დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მომტანი გამოდგა.

SPORT-ის ინფორმაციით, დუბლით დასრულებული შეხვედრა ჰანსი ფლიკმა 24 წლის ფორვარდს პირადად მიულოცა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელი ტორესით ძალიან კმაყოფილია. ესპანელს იგი მისაბაძ მაგალითად მიიჩნევს იმ ფეხბურთელთათვის, რომლებიც მატჩებს სათადადარიგოთა სკამიდან იწყებენ ხოლმე.

ნაცვლად იმისა, რომ შეზღუდული სათამაშო დროით უკმაყოფილება გამოთქვას, ფერანი შრომას არ წყვეტს და შანსებს მაქსიმალურად იყენებს. სწორედ ეს დამოკიდებულება აღაფრთოვანებს ფლიკს.

მიმდინარე სეზონში ტორესის მონაგარი 5 გოლისა და 2 საგოლე გადაცემისგან შედგება.

"ბარსასთან" კონტრაქტი ფერანს 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები