1 წლის წინ
ფლიკი ამას ვერ იჯერებს - რამ გააოგნა მთავარი მწვრთნელი
ავტორი
Aa
ჰანსი ფლიკი გაოგნებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ ლა ლიგაში 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ივან სან ანტონიო.
გერმანელ სპეციალისტს თავის სამწვრთნელო კარიერაში მსგავსი რამ არასდროს დამართნია.
მართალია, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი მიღებულ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს, თუმცა იგი ვერდიქტს მაინც დაემორჩილება. გარდა ამისა, ფლიკმა "ბლაუგრანას" უფროსობას გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო მადლობაც გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ ჰანსი "ბეტისთან" ფრედ დასრულებულ მატჩში (2:2), მთავარი მსაჯის მიერ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კარში პენალტის დანიშვნის გაპროტესტების გამო გააძევეს მოედნიდან.
ფლიკი "ბარსას" "ლეგანესისა" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ დააკლდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი