1 წლის წინ
ცნობილია: რა თანხა უნდა მიიღოს "ბარსამ" აზიური ტურნედან
ავტორი
Aa
ბოლო წლებში პირველად, "ბარსელონა" წინასასეზონო ტურნეს აშშ-ში არ ჩაატარებს. Catalunya Radio იუწყება, რომ კატალონიელები აზიას ეწვევიან. ისინი თითო მატჩს იაპონიაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში ითამაშებენ.
წყაროს თანახმად, ამ ტურნედან "ბლაუგრანა" 20 მილიონ ევროს მიღებას იმედოვნებს.
დიდი ალბათობით, არ შედგება ლამის ტრადიციად ქცეული ამხანაგური "ელ კლასიკოც". "ლურჯ-ბროწეულისფრები" მთელ აქცენტს მეტ ფინანსურ სარგებელზე აკეთებენ, ამისთვის კი მათ აზიურ ქვეყნებში ჩასვლა განიზრახეს.
ტურნეს შესახებ ისეთი დეტალები, როგორებიცაა მატჩების გამართვის თარიღები, ადგილები და მეტოქეები, მომდევნო კვირებში გახდება ცნობილი.
დღევანდელი მოცემულობით, "ბარსა" ტოკიოში, ბეიჯინგში და სეულში აპირებს ჩასვლას.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი