ჰანსი ფლიკმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ რონალდ არაუხო მოედანზე დასაბრუნებლად 100%-ით მზადაა. ურუგვაელი ცენტრაალური მცველი რეაბილიტაციას ზაფხულში გამართული კოპა ამერიკის შემდეგ გადიოდა.
25 წლის დამცველმა ტრავმა ტურნირის ნახევარფინალში, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო, რომელიც საბოლოოდ ურუგვაის გამარჯვებით დასრულდა. "ბარსელონას" სამედიცინო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ კი, არაუხომ მარცხენა ფეხზე ქირურგიული ოპერაცია ჩაიტარა.
თავდაპირველად, "ბლაუგრანას" მცველის გამოჯანმრთელების პერიოდად 2 თვე დასახელდა, თუმცა, მისმა რეაბილიტაციის პროცესმა ნავარაუდებ დროს ბევრად გადააჭარბა. ახლა კი, კლუბის გერმანელმა თავკაცმა, ჰანსი ფლიკმა დაადასტურა, რომ არაუხომ ფორმა აღიდგინა და მზადაა, კვირას "ლეგენსის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.
„გეგმა ისაა, რომ ხვალ ის გარკვეული რაოდენობის წუთებს მიიღებს. ვერ ვიტყვი, იქნება თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში, თუმცა, ის მატჩს აუცილებლად ჩაატარებს. ვფიქრობ, ეს შემდეგი ნაბიჯია, ის ამისთვის სრულიად მზად არის“.