2 თვის წინ
ორი ცვლილება - რას აპირებს ფლიკი ხვალ
ორი ცვლილება - რას აპირებს ფლიკი ხვალ

კვირას "ბარსელონა" ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩს ჩაატარებს და შინ "ლეგანესს" მიიღებს. SPORT-ის ცნობით, ჰანსი ფლიკი ამ შეხვედრაში როტაციას მიმართავს. მოსალოდნელია ორი ცვლილება.

პირველი დაცვის ცენტრს შეეხება. წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" 17 წლის უკანახაზელი, პაუ კუბარსი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, სასტარტო შემადგენლობაში კი ვიხილავთ რონალდ არაუხოს, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშებს.

როგორც ჩანს, ურუგვაელმა ტრავმა სრულად მოიშუშა და ფეხბურთს ძირითადი თერთმეტეულიდანვე უბრუნდება.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, იგი დანი ოლმოს დასვენებას ემსახურება. 26 წლის ნახევარმცველს გასულ კვირებში ფიზიკურ მომზადებასთან ჰქონდა პრობლემები, ამიტომ გერმანელი სპეციალისტი მას განსაკუთრებით უფრთხილდება. სამაგიეროდ, მოედანზე პირველივე წამიდან პაბლო გავის უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "ლეგანესის" დაპირისპირება თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება.


Facebook კომენტარები