4 თვის წინ
პირველად ბოლო 8 წელში - "ბარსას" ვარსკვლავების მიღწევა
პირველად ბოლო 8 წელში - "ბარსას" ვარსკვლავების მიღწევა

ჩემპიონთა ლიგის 2024/2025 წლების სეზონში "ბარსელონა" ჩინებულად გამოიყურება. კატალონიელებს 6-დან 5 მატჩი აქვთ მოგებული და 32-გუნდიანი ცხრილის მე-2 პოზიციას იკავებენ.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" წარმატებაში ლომის წვლილი მიუძღვით რობერტ ლევანდოვსკისა და რაფინიას. 36 წლის პოლონელის ანგარიშზე 7 გოლია, რითაც იგი მთელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. რაც შეეხება რაფინიას, მისი მონაგარი 6 გოლი და 2 ასისტია.

ეს პირველი შემთხვევაა 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც "ბლაუგრანას" ჰყავს 2 ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში 6 გოლი შეაგდო.

მაშინ ეს ლიონელ მესიმ (6) და ლუის სუარესმა (8) გააკეთეს, კატალონიელთა გამოსვლა კი მეოთხედფინალში, მადრიდის "ატლეტიკოსთან" დამარცხებით (2:3 ორი მატჩის ჯამში) დასრულდა.

იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსას" ჩემპიონთა ლიგის ფაზაში კიდევ 2 შეხვედრა აქვს სათამაშო და წინაა პლეი ოფის ჯახებიც, ლევანდოვსკისა და რაფინიას თავიანთი მაჩვენებლების გაუმჯობესების ძალიან კარგი შანსი აქვთ.


Facebook კომენტარები