3 წლის და 7 თვის წინ
შეთანხმება შედგა, მაგრამ... - ინიგოს მოთმენა მოუწევს
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ინიგო მარტინესთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, - იტყობინება ჟერარ რომერო.
ბასკი მცველი "ბლაუგრანას" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, თუმცა საამისოდ კლუბმა ჯერ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ბილბაოს "ატლეტიკის" უკანახაზელის კონტრაქტის დარეგისტრირებას შეძლებენ. მაშასადამე, ინიგოს მოთმინების გამოჩენა მოუწევს.
31 წლის ფეხბურთელს შეთავაზება აქვს მადრიდის "ატლეტიკოსგანაც".
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტინესის მეუღლე უკვე ეძებს სახლს ბარსელონაში.
მიმდინარე სეზონში ინიგომ "ატლეტიკის" მაისურით 14 მატჩი ითამაშა. ბასკებს იგი 1 გოლით დაეხმარა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი