4 დღის და 5 საათის წინ
რას აპირებს "ბარსელონა" იანვარში - კლუბის გეგმები
რას აპირებს "ბარსელონა" იანვარში - კლუბის გეგმები

Relevo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა", თავისი ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას არ აპირებს. 

კატალონიური გრანდი ფეხბურთელს არ დაიმატებს. მათ მთელი ყურადღება დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის ლა ლიგაში დარეგისტრირებისთვისათვის საკმარისი სახსრების მოძიებაზე ექნებათ გამახვილებული.

შეგახსენებთ, რომ ოლმო "ბარსამ" ლა ლიგაში სულ ნახევარი სეზონით დაარეგისტრირა, რაც ანდრეას კრისტენსენის ტრავმით გახლდათ განპირობებული. დანიელი მცველი ნელ-ნელა მწყობრში დგება; შესაბამისად, კლუბს სხვა გზის მონახვა უწევს.

ერთ-ერთი ვერსიით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" "სპოტიფაი კამპ ნოუს" VIP ადგილებზე გაყიდიან უფლებებს, საიდანაც 200 მილიონ ევროს მიიღებენ.

როგორც ჩანს, "ნაიკთან" გაფორმებული ხელშეკრულება ფინანსური ფეარ პლეის 1/1 წესზე დაბრუნებას არ ეყო.

აქვე გეტყვით, რომ არაა გამორიცხული, იანვარში "ბარსელონა" რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობოს კიდეც. გაიჟღერა ერიკ გარსიასა და პაუ ტორეს გვარებმა.


Facebook კომენტარები