2 წლის და 11 თვის წინ
ცნობილია - რა პოზიციაზე ითამაშებს მესი "ბარსაში" დაბრუნების შემდეგ
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა როხერ ტორელომ ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნების შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
ესპანელმა ჟურნალისტმა უკვე იცის, რომელ პოზიციაზე ითამაშებს "ლა პულგა" კვლავ კატალონიური გრანდის მაისურის მორგების შემთხვევაში.
"ჩავის მოქმედ სისტემაში მესი მეოთხე ნახევარმცველის როლში იმოქმედებს. ისე, როგორც ამას ახლა გავი აკეთებს.
მესის ოდნავ მარცხნივ მოუწევს თამაში, მთელ ფლანგს კი ბალდეს დაუტოვებს.
მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მასაც მოუწევს სირბილი და მეტოქის შევიწროება, რათა გუნდში ბალანსი შენარჩუნებული იყოს," - წერს ტორელო.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.
მიმდინარე სეზონში ლეოს მონაგარი 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი