1 თვის და 3 კვირის წინ
ექსპერიმენტი ვარჯიშზე - რას უმზადებს სიმეონე "ბარსას"
ექსპერიმენტი ვარჯიშზე - რას უმზადებს სიმეონე "ბარსას"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე მოწადინებულია, რომ მისმა გუნდმა "ბარსელონას" წინააღმდეგ პოზიტიური შედეგი დააფიქსიროს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტი "როხიბლანკოს" სავარჯიშო სესიებზე ერთგვარ ექსპერიმენტს ატარებს, რომელიც "ბლაუგრანასთან" მატჩში უნდა გამოიცადოს.

როგორც ირკვევა, სიმეონე "ატლეტიკოს" სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა გარემარბ სამუელ ლინოს ნახევარმცველ კონორ გალაჰერით შექმნის.

ჩოლოს რწმენით, ინგლისელი შუახაზელი "ატლეტიკოს" დაეხმარება, რომ "ბარსას" ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოიპოვონ.

ცნობისთვის, კატალონიური და მადრიდული გრანდები ლა ლიგის თანალიდერები არიან, ოღონდ "ინდიელებს" ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

"ბარსასა" და "ატლეტიკოს" ჯახი შაბათს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები