4 თვის წინ
სიმონსი შეიძლება "ბარსაში" აღმოჩნდეს - ყველა დეტალი
სიმონსი შეიძლება "ბარსაში" აღმოჩნდეს - ყველა დეტალი

ხავი სიმონსი 2025 წელს შეიძლება "ბარსელონაში" აღმოჩნდეს, - იუწყება The Athletic-ის ჟურნალისტი, დევიდ ორნშტეინი.

ნიდერლანდელ ნახევარმცველს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს, თუმცა სეზონის ბოლომდე იგი გერმანულ "ლაიფციგშია" განათხოვრებული.

მიუხედავად ამისა, სიმონსის მომავალი ახლა გაურკვევლად მიიჩნევა. 21 წლის ვარსკვლავით რამდენიმე კლუბი ინტერესდება.

წყაროს თანახმად, ხავი პარიზში ბედნიერად არ გრძნობს თავს. მას ახალი თავგადასავლისკენ მიუწევს გული, ეს კი მხოლოდ "პარკ დე პრენსიდან" აბარგებით იქნება შესაძლებელი.

"ლა მასიას" აღზრდილი სიმონსი ესპანურს ბრწყინვალედ ფლობს და "ბარსას" რამდენიმე ახალგაზრდასთან ახლო მეგობრობაც აკავშირებს. მისი ერთ-ერთი ასეთი მეგობარი ალეხანდრო ბალდეა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში ნიდერლანდელის მონაგარი 3 გოლი და 2 ასისტია.


Facebook კომენტარები