როგორც მოგეხსენებათ, შაბათს "ბარსელონას" ლა ლიგის სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩი ელის, სადაც მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. კატალონიელები შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდებიან, რადგან მათ გუნდის 17 წლის ვარსკვლავი, ლამინ იამალი ვერ დაეხმარებათ.
SPORT-ის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, თუ ვინ ჩაანაცვლებს იამალს სასტარტო შემადგენლობაში. გერმანელი სპეციალისტი არჩევანს ფერან ტორესსა და ფერმინ ლოპესს შორის გააკეთებს.
წყაროს თანახმად, "ბარსას" თავკაცი ფიქრობს, რომ ტორესი თამაშში შეცვლაზე შესვლისას გაცილებით ეფექტურია ხოლმე. სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობით, 24 წლის თავდამსხმელი "როხიბლანკოსთან" ჯახს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
ამ შემთხვევაში, შეტევის მარცხენა ფლანგზე ფერმინი იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში ლოპესის ანგარიშზე 1 გოლი და 2 ასისტია, ტორესის მონაგარი კი 15 შეხვედრას, 5 გოლსა და 2 ასისტს შეადგენს.
"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შეხვედრა თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება.