1 დღის და 2 საათის წინ
"ამას უნდა შევეგუოთ" - ფლიკი "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ
"ამას უნდა შევეგუოთ" - ფლიკი "ატლეტიკოსთან" მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის მე-18 ტურის მატჩს ჩაატარებს, სადაც შინ მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს აღნიშნული პრესკონფერენციიდან:

"ხვალინდელი შეხვედრა ფინალი არაა. ეს უბრალოდ 2024 წლის ბოლო მატჩია."

"ოლმო და პაუ ვიქტორი არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში შემოგვიერთდნენ. სხვა პოზიციები ჩვენ ჩვენივე ახალგაზრდებით შევავსეთ. რა თქმა უნდა, არსებული სიტუაციით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ ჩვენ ყველა მატჩში უნდა ვიბრძოლოთ და ეს ხვალიდან დავიწყოთ."

"უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ლამინ იამალი ტრავმირებულია. მისი შემცვლელი ჯერ არ შეგვირჩევია."

"ორდღიანი დასვენება "ლეგანესთან" მარცხის შემდეგ? ხანდახან ასეთი გადაწყვეტილებები უშუალოდ მატჩების შემდეგ მიიღება. დასვენება და გონების დაწმინდვა გვჭირდებოდა. ეს საუკეთესო ნაბიჯად მივიჩნიე. გუშინ და დღეს ძალიან კარგი სავარჯიშო სესიები ჩავატარეთ, ამიტომ დასვენებას გამართლებულად ვთვლი."

"ეს გუნდი ერთი ოჯახია და მისი ნაწილად ყოფნა სასიამოვნო შეგრძნებაა."

შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "ატლეტიკოს" ლა ლიგაში თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ, თუმცა "როხიბლანკოს" მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობა კატალონიელთა ნათამაშებ შეხვედრებზე ერთით ნაკლებია. 

კატალონიურ-მადრიდული ჯახი თბილისის დროით ზუსტად შუაღამით დაიწყება.


Facebook კომენტარები