მერსესაიდული "ლივერპულის" კოლუმბიელ შემტევს, ლუის დიასს "ბარსელონას" ხშირად უკავშირებენ ხოლმე. ასეთი ცნობები უკანასკნელ თვეებში რამდენჯერმე გავრცელდა, დღეს კი მსგავსი ინფორმაცია Diario AS-მა მოგვაწოდა.
წყაროს თანახმად, თუ დიასი "სქაუზერებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას ვერ შეათანხმებს, რაც, დიდი ალბათობით, მის "ენფილდიდან" აბარგებას ნიშნავს, სასურველი გუნდები "პარი სენ ჟერმენი" და "ბარსელონა" იქნებიან.
კოლუმბიელის მამის მონაყოლიდან ვიცით, რომ ლუისი ბავშვობაში სწორედ "ბლაუგრანას" გულშემატკივრობდა. ცხადია, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.
27 წლის გარემარბს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე იგი 85 მილიონ ევროდაა შეფასებული.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში დიასმა 9 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.