"ბარსელონას" პოლონელმა გოლკიპერმა, ვოიცეხ შჩესნიმ Eleven Sport-ს ინტერვიუ მისცა. ერთ-ერთი შეკითხვა, რაც ვეტერან მეკარეს დაუსვეს, იმაში მდგომარეობდა, თუ როდის ვიხილავთ მას მოედანზე. როგორც ჩანს, ამაზე ჩამოყალიბებული პასუხი თავად ვოიცეხსაც არ აქვს.
"როდის მექნება დებიუტი "ბარსელონაში"? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.
თავიდანვე ვთქვი, რომ ჯერ ფიზიკური მონაცემები უნდა აღმედგინა და ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო.
ახლა ფიზიკურადაც და მენტალურადაც მზად ვარ სათამაშოდ.
თუმცა ისიც ვიცი, ამ გუნდს მე რომ ვწვრთნიდე, ზუსტად იმ რაოდენობის მატჩებს ვათამაშებდი ჩემს თავს, რამდენიც ვითამაშე. რთულია, შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილო ვიყო, როდესაც მას სრულად ვეთანხმები," - თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის მეკარე "ბარსამ" მარკ ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ვოიცეხის დებიუტს ესპანური პრესა კოპა დელ რეიზე ელოდება.