logo

ორი ფეხბურთელი, ვინც "ბარსამ" 30 ივნისამდე უნდა გაყიდოს

ორი ფეხბურთელი, ვინც "ბარსამ" 30 ივნისამდე უნდა გაყიდოს

კორონავირუსის პანდემიამ საფეხბურთო გრანდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა "ბარსელონას" მიაყენა. კლუბში ისედაც არსებული ფინანსური კრიზისი ამან კიდევ უფრო გააღრმავა.

ახლა კი Sport წერს, რომ 30 ივნისამდე "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" აუცილებლად უნდა იშოვონ 70 მილიონი ევრო.

წყაროს თანახმად, ამისთვის "ბლაუგრანას" უკვე შერჩეული ჰყავს ორი ფეხბურთელი გასაყიდად: ჟან კლერ ტოდიბო და ფილიპე კოუტინიო.

"ბარსა" ფრანგ ცენტრალურ მცველს 25 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო ბრაზილიელ ნახევარმცველს - 90 მილიონ ევროდ.

ესპანური გამოცემის ცნობით, თუ კლუბი შემოთავაზებას მალე მიიღებს, ფილის 70 მილიონ ევროდ გასხვისებასაც დასთანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ორივე მოთამაშე გერმანულ გუნდებშია განათხოვრებული - კოუ "ბაიერნში", ხოლო ტოდიბო - "შალკეში".

3 კვირის წინ
367 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ